ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა - ოპოზიცია ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

19.04.21 17:06
ეს არის პოლიტიკური  ვაჭრობა - ოპოზიცია ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

ოპოზიციური პარტიების ლიდერები რომ ზურაბიშვილის განცახდებას გიორგი რურუას შეწყალების თემაზე, პოლიტიკურ  ვაჭრობას აფასებენ. გიგი უგულავამ ზურაბიშვილის მიერ საკუთარი პირობების წამოყენებას უზნეო გადაწყვეტილება უწოდა. 

უზნეო გადაწყვეტილება, ეს არის უსინდისოზე ყოველგვარი მორალისგან დაცლილი ადამიანის განცხადებაა, მდაბიო ვაჭრობაში შედის, ასეთი მდაბიო ვაჭრობა, რაც ამ ქალბატონმა გამართა არის შეურაცხყოფა, -  ამბობს უგულავა. 

 "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერიც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმრებით ვაჭრობს. 

პირდაპირი ვაჭრობის შემოთავაზებაა იმ ადამიანებით ვინც ციხეშია, რომ მე რაც მინდა პოლიტიკურად ის თუ არ მივიღე, ამ ადამიანს ციხეში დავტოვებ - ამბობს გიგა ბოკერია.  

ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა, "ქართული ოცნება" გადაიქცა თავისუფლებით მოვაჭრედ," - ამბობს "ნაციონალურ მოძრაობის" წევრი  ხატია დეკანოიძე.  

ვაჭრობა და შანტაჟი - ასე აფასებს "ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

არასერიოზულია ასეთი ლაპარაკი, უხერხულია როცა პრეზიდენტი ასეთი კრიტერიუმებით ლაპარაკობს. უბრალოდ სირცხვილია როცა პრეზიდენტი ასე ღიად ვაჭრობს - ამბობს ბურჯანაძე. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა,სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ რურუას შეწყალების შესახებ განცხადება გააკეთა, ზურაბიშვილის თქმით, ის რურუას კონკრეტული პირობების შესრულების შემთხვევაში შეიწყალებს.  

მსგავსი სიახლეები