არჩევნების გაყალბების სქემა - ანრი ოხანაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს ერიდება

21.07.22 17:54
არჩევნების გაყალბების სქემა - ანრი ოხანაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს ერიდება

არჩევნების გაყალბების სქემა - "ქართული ოცნების"  წევრი, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი  „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ" წარდგენილ კვლევაზე არ საუბრობს. 

დეპუტატის თქმით, ეს გამოძიების საქმეა. რაც შეეხება არჩევნებს, დეპუტატის მტკიცებით, ის ლეგიტუმურად აღიარებულია. 

ვერ გეტყვით ვინ ვის და რა გადასცა, ყველაფერი გამოძიების საქმე. საგამოძიებო ორგანოები უზრუნველყოფენ იმას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი იქნას გარკვეული. არჩევნები შედგა, არჩევნები ლეგიტიმურია. მისი შეფასება მოხდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ნებისმიერი სახის უკანონობა აპელირება და სპეკულირება ეს ტყუილი და აბსურდია" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.