მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე - პრეზიდენტის უმწვავესი განცხადება

21.07.22 23:52
მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე - პრეზიდენტის უმწვავესი განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური კამპანია იმ ფონზე მიმდინარეობს, როცა მოსკოვის მიმართ კრიტიკული კომენტარები არ კეთდება.

პრეზიდენტმა "ოცნების" ლიდერების ანტიდასავლური განცხადებები გაიხსენა: 

"ეს არ არის თავდასხმა? წაგიკითხავთ: „ვიოლა ფონ კრამონი და 7 თუ 8 პარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“ – ეს არ არის თავდასხმა? კობახიძე 20 მაისს.

ეს კრიტიკა არ არის, ბრალდებაა, რომ კრიმინალების მფარველები არიან, ეს კრიტიკაა?

მდინარაძე 9 ივნისი: „10-ზე მეტი ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს“. მერე სხვები ამბობენ, რომ არადროს უთქვამთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურთო.

გაუთავებლად და ამას ყველა ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში არის ვნებათა ღელვა, საქართველოს არ ეხება?“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ხდება წარმოუდგენელი რამ, ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ. მე არ ვიცი სანამდე უნდა გავაგრძელოთ ეს ორმაგი თამაში, რომ ვითომ გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა კანდიდატის სტატუსი, ამ დროს არა თუ არ ვაკეთებთ იმას, საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის“ გადაცემა „დღის თემასთან“ ინტერვიუს დროს.

პრეზიდენტი საწინააღმდეგო ნაბიჯებზე საუბრისას  შარლ მიშელის „გადაგდებას“ და დოკუმენტის ანულირებას ახსენებს.