საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა არავინ მელაპარაკება - ღარიბაშვილის გუნდი პრეზიდენტს გაებუტა

22.07.22 01:49
საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა არავინ მელაპარაკება - ღარიბაშვილის გუნდი პრეზიდენტს გაებუტა

ღარიბაშვილის გუნდი საქართველოს პრეზიდენტს გაებუტა - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა არავინ ესაუბრება. 

სალომე ზურაბიშვილმა ეს კომენტარი ევროინტეგრაციის პროცესში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთად ყოფნის მნიშვნელობაზე საუბრისას გააკეთა. 

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს საზღვარგარეთ ვიზიტები შესთავაზა, თუცა პასუხი არ მიუღია:

შევთავაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მის გარდა არავინ მესაუბრებოდა, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რომ გავიგოთ, ყველგან, რა არის მიდგომა ჩვენი კანდიდატურის მიმართ. პასუხი არ მიმიღია. მერე ვიღაცეებმა დაიწყეს ცალ-ცალკე სიარული. ამას სჭირდება სტრატეგია, ამ საქმეში ყველანი ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის, არც ოპოზიციას ესმის, ჰგონია, რომ ჩადის იქ და ამ ქვეყნის რეპუტაციას ლახავს, ეს რამენაირად ვიღაცისთვის მომგებიანია. ისეთ ფაქტებზე აქვთ აქცენტი და ძალიან ხშირად ჩადიან და მათი განცხადებები, რაც ყველამ კარგად მოვისმინეთ და ვიცით რაზეც ვსაუბრობ, არის დამაზიანებელი ქვეყნის რეპუტაციისთვის"- თქვა პრეზიდენტმა.