"ჩვენი ურთიერთობებისთვის არაფერი გაუკეთებია" - ზურაბიშვილი აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს აკრიტიკებს

22.07.22 11:07
"ჩვენი ურთიერთობებისთვის არაფერი გაუკეთებია" - ზურაბიშვილი აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს აკრიტიკებს

პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში საქართველოს ყოფილ  ელჩს აკრიტიკებს. მისი თქმით,  დავით ბაქრაძე ცუდად მუშაობს  და შტატებთან ურთიერთობისთვის არაფერს აკეთებს. ამის შესახებ მან ვრცელს ინტერვიუში განაცხადა. 

ადამიანი, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ვერ შევძელი, რომ მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამარა ჰარისისთვის, ქალი, ვიცე-პრეზიდენტი, ორივე თხოვნა მქონდა საელჩოთი და ვერაფრით ვერ მოხერხდა. ანუ ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, რომელსაც არ დაუწერია არცერთი სტატია, არცერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით და მე ეს არგუმენტები წარვუდგინე, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში, რომელიც არის ჩვენთვის მეორე, ასეთივე მნიშვნელოვანი, ჩვენთვის მთავარი, ვაშინგტონი, ნიუ-იორკი და ბრიუსელი. მე შევთავზე, რომ კანდაში წასულყო. ეს არ მიიღეს, „არა, უთუოდ უნდა წავიდეს გაეროშ“. მე ვთქვი, რომ ამას არ ვეთანხმებოდიდ ა მოვითხოვე, „მომეცით არგუმენტები“, რა გააკთა ისეთი, რასაც თქვენ აფასებთ და მე არ ვიცი, - თქვა ზურაბიშვილმა.