არჩევნების გაყალბების სქემა - ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების საჭიროებაზე საუბრობს

22.07.22 11:33
არჩევნების გაყალბების სქემა - ოპოზიცია  ვადამდელი არჩევნების საჭიროებაზე საუბრობს

არჩევნების ტოტალურად გაყალბების სქემა  -  პროკურატურა მეორე დღეა დუმს.  არაერთი მტკიცებულის და ფაქტების მიუხედავად, შოთაძის უწყებას არც მოკვლევა და არც გამოძიება დაუწყია.

სკადნალური ფაილების გასაჯაროვების შემდეგ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების საჭიროებაზე საუბრობს. 

არცერთი შედეგი არ არის ლეგიტიმური, პირდაპირ ვთქვათ, შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამ მტკიცებულებებით უდნა დავიწყოთ ხელისუფლების დელიგიტიმიზაციაზე მუშაობა როგორც ჩვენს აერთაოშიროს პარტნიორებთან, პირველ რიგშ, ჩვენს მოქალაქეებთან და აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ რუიგგარეშე არჩევნების ჩატარება, - თქვა "სტრატეგია აღმაშნეებლის" ლიდერმა  გიორგი ვაშაძემ.  

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ყველა იმ პირის პასუხისგების აუცილებლობაზე საუბობს, ვინც არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა. 

ამ მტკიცებულებებითდ ა ამ მტკიცებულებების გარესეც, ფაქტია, რომ ქვეყანა არის მძიმე პოლიტიკურ ჩიხში. ამ მტკიცებულებების გარეშეც არის დღეს პოლიტიკური საჭიროება ქვეყანაში ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებული ვითარებით, რომ ვადამდელი არჩევნები ჩაითვალოს, რომ პოლიტიკურად არის სწორი. ყელა ასეთი მტკიცებულება თაროზე შემოდებული რომელიც არის „ქართული ოცნების“ დროს, უნდა იყოს ჩამოღებული თაროდან და დადგეს იმ პირების პასუხიმსგბელობის საკითხი, ვინც იპარავს არჩევნებს, - თქვა ნაცვლიშვილმა. 
 

შეგახსენებთ, რომ გაშიფრულია  "ქართული ოცნების" საიდუმლო ელექტრონული ფოსტის ათასობით ფაილი, რომელიც ათასობით ადამიანის პერსონალური მონაცემებს შეიცავს.  

არასამტავრობო ორგანიზაციებს ფაილები  დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე სუს-ისა და "ქართული ოცნების" ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა გადასცა. 

ირკვევა, რომ არჩევნების წინ, პარტიის კოორდინატორები, ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიდნენ იმ პატიმრების ან პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირების  შესახებ ინფორმაციას, ვინც მზად იყო "ოცნების" სასარგებლოდ უბანში ხმები მოეგროვებინა თუ სასჯელს შეუმსუბუქებდნენ ან ციხიდან ვადაზე ადრე გამოუშვებდნენ.

თხოვნები "ოცნების" ელექტრონული ფოსტიდან, იუსტიციის მინისტრის მოადგილის სამსახურეობრივ მეილზე და შინაგან საქმეთა სამინსიტროს გენერალური ინსპექციის უფროსთან იზავნებოდა.