ევროკომისიის 12 პუნქტი არა კობახიძის, არამედ ევროკავშირის სტანდარტით უნდა შესრულდეს - ბადრი ჯაფარიძე

22.07.22 11:42
ევროკომისიის 12 პუნქტი არა კობახიძის, არამედ ევროკავშირის სტანდარტით უნდა შესრულდეს - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" პოლიტიკური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია არა ირაკლი კობახიძის, არამედ ევროკავშირის სტანდარტით უნდა შესრულდეს. 

ევროკავშირმა რეკომენდაციები რომელიც მოგვცა, გვითხრა, რომ ეს რეკომენდაციები უნდა შესრულდეს ევროკავშირის სტანდარტით და არა კობახიძის სტანდარტით. რა თქმა უნდა, ის კანონპროექტები, რომლებიც შეიქმნება მათი შეხედულებების საფუძველზე, ის ვერ იქნება ვერანაირად ჩათვლილი   რეკომენდაციების შესრულებად, - თქვა ჯაფარიძემ. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ევროპარლამენტარებთან პირისპირ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, რომ მათ დელეგაციის წევრებს ის არგუმენტები მოუყვანეს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილს კრემლთან კავშირი არ აქვს,  არც ქართულ პოლიტიკაშია ჩართული და არც ოლიგარის სტატუს იმსახურებს.