პროტესტის 24 დღე - უსინათლოთა კავშირის წევრები დღეს თბილისის საკრებულოში მივიდნენ

22.07.22 12:07
პროტესტის 24 დღე - უსინათლოთა კავშირის წევრები დღეს თბილისის საკრებულოში მივიდნენ

უსინათლოთა კავშირის წევრები პროტესტის უკიდურეს ფორმას ისევ განაგრძობენ. უსამრთლობის მსხვერპლი ადამიანები უკვე 24 დღეა სამსახურში აღდგენას ითხოვენ, მოშიმშილეების ხმა კი არავის ესმის.

უსინათლოები  ასევე, სხვა მძიმე პრობლემებზე საუბრობენ. მათ თქმით, შშმ პირებს  არ აქვთ ადაპტირებული გარემო,  მერია კი ამის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს. 

უსინათლოთა კავშირის წევრები დღეს თბილისის საკრებულოშიც მივიდნენ და დედაქალაქის მერს მათი საჭიროებების გათვალისწინებისკენ მოუწოდეს. 

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, როელზეც მუდმივად აპელირებენ,რ ომ ეს არის ადაპტირფებული ტრანსპორტი, ის არ არსი ადაპტირებული ტრანსპორტი. რამდენიმე წელია მიმდინარეობს დავა, მოლაპარაკება მერიასთან, რომ ავტობუსბებში უნდა გამოცხადდეს გაჩერებები. ეს არ არის მარტო უსინათლოების პრობლემა, ეს არის ასაკობრივი ჯგუფის პრობლემა. ძალიან მსუბუქად რომ შევაფასოთ, უხერხულია, როცა 60-იან წლებშ მეტროში გაკეთდა  და დაინერგა აუდიოსისტემა, რომელიც აცხადებს გაჩერებებს, დღეს, 2022 წელს, ვამბობთ, რომ ტექნიკურად ვერ ვაცხადებთ და ვერ ვაკეთბეთ, - ამბობენ უსინათლოთა კავშირის წევრები.