ნიშნავს თუ არა დეოლიგარქიზაცია დეივანიშვილიზაციას - ოპოზიცია კობახიძეს ტყუილში ამხელს
ოპოზიცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ტყუილში ამხელს. ხელისუფლების ოპონენტები ირაკლი კობახიძის განცხადებას "ინტერპრეტაციას" უწოდებენ. საუბარია მმართველი პარტიის ლედერის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ ევროპარლამენტარებს ბიძინა ივანიშვილთან პრეტენზიები არ აქვთ.
ოპოზიციის თქმით, ევროდეპუტატებმა მათთან შეხვედრის დროს პირდაპირ თქვეს, რომ ქვეყანაში დეოლგარქიზაციის პროცესი სწორედ ივანიშვილით უნდა დაიწყოს.
სვენ მიქსერმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია. ეს არის სიტემური პრობლემა. მან თქვა, რომ არ უნდა იყოს ერთი ჯგუფის ხელში ყველა თანამდებობა, დანიშვნები უნდა იყოს გამჭვირვალედ. ეს არის დეოლიგაქრიზაცია, როგორც ესმის ეს ევროპარლამენტს და ევრკომისიას. კობახიძის ინტერპრეტაცია ყოველთვის განსხვავდება ევროკომისიის შეხედულებებისგან, ამიტომ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ შეხედულებებით და იმ სტანდარტით, რომელიც აქვს ევროკომისიას და ევროპარლამენტს, - განაცხადა „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ.
ფრაქცია "ლელოს" წევრი და იურისტი შალვა შავგულიძე კობახიძის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს. მისი ტქმით, ევროდეპუტატებმა ოპოზიციას პირდაპირ უთხრა, რომ დეოლიგაქრიზაციაში სწორედ "დეივანიშილიზაცია" იგულისხმება.
არასერიოზულია, კობახიძის რომელი განცხადებაა ან არგუმენტირებული ან სერიოზული... არ გამოუთქვამთ წინააღმდეგობა, რა, პირში არ ეცნენ და არ გააჩუმეს და არ უთრეს, ეს რას ლაპარაკობ და რა სისულელეებს იძახიო? ევროპარლამენტარებმა გვითხრეს, რომ დეოლიგარქიზაციაში ჩვენ ვგულისხმობთ დეივანიშვილიზაციასო, ახლა მეტი რანაირად უნდა გვითრან?, - ამბობს შალვა შვაგულიძე.
ამავე პოზიციას იზიარებს მესამე სექტორიც.
ჩვენთან შეხვედრის დროს, ისინი ძალიან კარგად იყვნენ ინფორმირებულები იმ პოლიტიკურ სიტუაციაზე, იმ გარემოზე, სახელმწიფო ინსტიტუციების იმ მდგომარეობაზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ქვეყანაში და რა გავლენაც, ფორმალური თუ არაფორმალური გავლენაც აქვს ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაზე, ხელისუფლებას კი, სახელმწიფო დამოუკიდებელი ინსტიტუციები როგორ იმართება და როგორ არის ერთი პარტიის მიერ და ერთი ადმაინაის მიერ ხელში ჩაგდებული ძალაუფლება, - ამბობს საიას თავმდჯომარე ნიკა სიმონიშვილი.