"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონი - "ოცნება" მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს
"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს. საქმე "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების კონსტიტუციურობის განხილვას ეხება, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეების დასჯის ახალ ბერკეტებს აძლევს.
მიზეზი, რის გამოც პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილება მოითხოვა, მოსამართლის საჯარო პოზიციაა. "ოცნებაში" ამბობენ, რომ გიორგი კვერენჩხილაძემ სოციალურ ქსელში ღიად გამოხატა დამოკიდებულება იმ საქმისადმი, რომელიც უნდა განიხილოს.
მოსამართლე კვერეჩხილაძემ ღიად და საჯაროდ სოციალური ქსელის მეშვეობით დააფიქსირა პოზიცია იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც არის მომხსენებელი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში. შესასაბამისად, ლეგიტიმურია, რომ ის ვერ იქნება მიუკერძეოებელი ამ საქმესთან დაკავშირებით, ასე რომ, მისი აცილების მოთხოვნა არის ნამდვილად ლეგიტიმური, - თქვა რატი ონათამიშვილმა.
თავად გიორგი კვერენჩხილაძე საჯაროდ კომენტარს არ აკეთებს. "პირველების" კითხვაზე, რამდენად კანონიერია უმრავლესობის მოთხოვნა მისი აცილების შესახებ მოსმართლე ამბობს, რომ საკითხზე საჯაროდ საუბრის უფლება არ აქვს.
მე ვთვლი, რომ საკითხზე ჩემი კომენტარი ამ ეტაპზე არ იქნება სწორი და მე კომენტარს არ გავაკეთებ, შესაბამისად, საკითხს ჩემი აცილების თაობაზე განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, იგი მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩემი პოზიცია ამ შუამდგომლის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით სწორედ აი, ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში იქნება დაფიქსირებული, - თქვა კვერენჩხილაძემ.
იგივე ეპოზიცია აქვს მოქმედ მოსამართლე მანანა კობახიძესაც.
ჩვენ არ გვაქვს უფლება წინასწარ გამოვტქვათ აზრი იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც იხილავს სასამართლოს პლენუმი. ჩენს მოსაზრებსა აი, ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, დავაფიქსირებთ უკვე პლენუმზე განხილვისას. ნებისმიერი გაცხადება, რაც არ უნდა გავაკეთო, უკვე არის პოზიციის გამოხატვა, - თქვა კობახიძემ.
ოპოზიცია კი გიორგი კვერენჩხილაძის აცილების საკითხს უსაფუიძვლოს უწოდებენ. ისინი ტავის მხრივ გეგმავენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, რათა აღნიშNული შუამდგომლობა არც განხილული და არც დამტკიცებული იყოს.
ანრი ოხანაშვილის განცხადება მოსამართლე კვერენჩხილაძის აცილებასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის სახელით საუბრობს, ელემენტარულად, უფლებამოსილების გადამეტება არის. მას არ აქვს უფლება პარტლამენტის სახელით აცილება მოითხოვოს და ეს მაშინ პარლამენტის განსახილველი საგანი უნდა იყოს, იმიტომ, რომ მოსამართლე კვერენჩხილაძე არის ერთ-ერთი გამორჩეული, პროფესიონალი თიტქმის ერთადერთი საკონსტიტუციო სასამაღტლოს შემდგანელობაში, ჩვენ მას ნდობას ვუცხადებთ და ვაპირებთ, რომ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვაც კი გავაკეთოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რომ არ იქნეს გათვალისწინებული ანრი ოხანაშილის, როგორც ცალკე ინდივიდის გადაწყვეტილება, - განაცხადა ენმ-ს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.