„ოცნება“ თავს ესხმის დასავლეთს, რომ მოსკოვში მოწონება დაიმსახუროს - ვაშაძე

22.07.22 14:14
„ოცნება“ თავს ესხმის დასავლეთს, რომ მოსკოვში მოწონება დაიმსახუროს - ვაშაძე

ოპოზიცია ხელისუფლებას დიპლომატიას უწუნებს და ამბობს რომ, ელჩებზე პერსონალური თავდასხმებით „ქართული ოცნება“ საქართველოს რეპუტაციას პირდაპირ აზიანებს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი „ოცნებას“ პრორუსულ ძალად მოიხსენიებს და ამბობს, რომ როდესაც  ამ წუთას, რუსეთი ბიჭვინთის ანექსიას ცდილობს, მმართველი გუნდი ამაზე თვალს ხუჭავს და არაფერს ამბობს.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ დასავლეთს თავს ესხმის, რომ მოსკოვში მოწონება დაიმსახუროს.

"ქართული ოცნება" არის ანტიდასავლური და პრორუსული ძალა. შესაბამისად ის თავს ესხმის დასავლეთს და არაფერს ამბობს რუსეთზე, რომელიც ახლა, ამ წუთას, ბიჭვინთის ანექსიას ახდენს, საქართველოს იურიდიული ტერიტორიის. ერთ სიტყვასაც არ ამბობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, ზუსტად ეს არის მიმანიშნებელი, რომ მათ გეზი აიღეს რუსეთისკენ, პუტინისკენ და არა დასავლეთისკენ. თავს ესხმიან დასავლეთს და აკეთებენ ყველაფერს, რომ მოწონება დაიმსახურონ მოსკოვში“. - ამბობს ვაშაძე.