"ოცნება" არჩევნების გაყალბებაში წვევამდელებსაც იყენებდა - "პირველებმა" მხილებათა სერიის ქეისები გაშიფრა

22.07.22 15:12
"ოცნება" არჩევნების გაყალბებაში წვევამდელებსაც იყენებდა - "პირველებმა" მხილებათა სერიის ქეისები გაშიფრა

როგორ აყალბებდა "ოცნება" არჩევნებს - საიდუმლო ელექტრონული ფოსტის ათასობით ფაილით დგინდება, რომ მმართველი პარტია საჯარო მოხეელების, ძალოვანების და  ე.წ ავტორიტებების გარდა საქმეში წვევამდელებსაც იყენებდა. 

"პირველებმა" მხილებათა სერიის ორი ქეისი გაშიფრა, საიდანაც  ირკვევა, რომ სამხედრო სამსახურის გადავადების სანაცვლოდ, "ოცნება" წვევამდელების ხმებს იყენებდა. კონკრეტულ დოკუმენტში 25 ახალგაზრდის მონაცემებია შეტანილი.

მოპოვებულია კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ნაძალადევის საარჩევნო შტაბის უფროსს ეხება. დავით ჭელიძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს მოხსენებით წერილს სწერს, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ შტაბის გამართულად მუშაობისთვის რამდენიმე ადამიანის ერთი დღით სამსახურიდან გათავისუფლებაა საჭირო. საუბარია შსს-ს,  სახელმწიოფ დაცვის სამსახურის და "სოკარ ჯორჯიას" თანამშრომლებზე. 

"პირველების" ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დოკუმენტში ხსენებულ პირებს დაუკავშირდა, თუმცა ჟრნალისტის შეკიტხვასმ მათი გაღიზიანება გამოიწვია.

ის, რომ ივანიშვილის რეჟიმის სქემის მონაწილეები იყვნენ,  მმართველი პარტიის აგიტატორებიც ადასტურებენ.