ვინ გაწირა ოლიგარქი დეოლიგარქიზაციისთვის? - პრეზიდენტის კრიტიკას ივანიშვილის ადვოკატი პასუხობს

22.07.22 15:22
ვინ გაწირა ოლიგარქი დეოლიგარქიზაციისთვის? - პრეზიდენტის კრიტიკას ივანიშვილის ადვოკატი პასუხობს

ვინ გაწირა ოლიგარქი დეოლიგარქიზაციისთვის? -  პრეზიდენტის კრიტიკას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი პასუხობს. ოლიგარქის უფლებამდაცველი სალომე ზურაბისილს ახსნებს მის მოვალეობს და ეუბნება რომ მისი უფლებამოსილებაში  მტკიცებულებების შეგროვება და ივანიშლის საერთაშორიო ასპარეზე დაცვა არ შედის.  

ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ მას არ შეეძლო დაემტკიცებინა ევროპარლამენტარებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, რადგან მისი თქმით, ეს „ოცნების“ პრეროგატივაა.

ყიფინამა ზურაბიშვილს შეახსენა, რომ დიპლომატისა და ადვოკატის უფლებამოსილებები განსხვავდება და მისი პრეროგატივა ივანიშვილის სასარგებლოდ მტკიცებულებების შეგროვებაა. 

გარდა ამისა ყიფიანი ამბობს, რომ უფრო მეტ კონკრეტიკას ელოდებოდა ის ზურაბიშვილისგან, თუ რას გულისხმობდა პრეზიდენტი, კონკრეტულად დავით ყიფიანის მუშაობასთან დაკავშირებით. 

ჩვენ არ ვითვალისწინებთ, რა დონის დოკუმენტზე ვსაუბრობთ, ვინ არის ამ დოკუმენტის მიმღები, ეს ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან, რა არის საადვოკატო უფლებამოსილებები კერძო დავაზე, როდესაც შენ კერძ პირს წარმოადგენ. თუ ვინმე ამიხსნით, რა ლოგიკური კავშირი გავაბათ ჩვენ საადვოკატო უფლებებსა და ამ დოკუმენტის შემუშავების პროცეს შორის, მე მადლობელი ვიქნები. მოლოდინში ვიყავი, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ჩაშლიდა ამ საკითხს და ჩემთვის რაღაც აღმოჩენას მოახდენდა, თუმცა მისი კომენტარი მხოლოდ ამ შენიშვნით შემოიფარგლა. თურმე ჩვენს თავს ხდება რაღაცა და გუშნ გავიგე, რომ თურმე, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ გავლენა არც მეტი და არც ნაკლები ევრორეზოლუციაზე. ეს არის ევროპარლამენტის ოფიციალური ორგანოს მიერ მიღებული პოლიტიკური დოკუმენტი. ამაზე უნდა მუშაობდნენ ქართული მხრიდან უნდა უკავშირდებოდნენ აქტიური პოლიტიკოსები, მათ, ვისაც უფლებამოსილება აქვს წარმაოდგინოს საქართველოს სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობებში. მე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი უფლებამოსილება არ მაქვს. შეძლებული ადამიანი, თავისთავად იყო ოლიგარქი, ანუ იყო შეძლებული, ეს ჯერ მსოფლიოშ ჯერ არავის გაუკიცხავს“. - ამბობს ადვოკატი. 

საქართველოს პრეზიდენტმა, გუშინ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა, რომ ვიქტორ ყიფიანმა ცუდად იმუშავა და არაფერი გააკეთა იმისთვის, რათა დაემტკიცებინა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.