გოგაშვილის მასალებთან დაკავშირებით გამოძიება არ უნდა დაიწყოს - ვოლსკი

22.07.22 15:33
გოგაშვილის მასალებთან დაკავშირებით გამოძიება არ უნდა დაიწყოს - ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოსო გოგაშვილის მამხილებელ მასალებთან დაკავშირბეით გამოზიების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავს. უმრავლესობის წევრი ირწმუნება, რომ არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდა, ხოლო სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ქმედებები თავდაცვის ერთ-ერთი ფორმაა. 

მე არ ვფიქრობ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს გოგაშვილის მასალებთან დაკავშირებით, ვინაიდან გამოძიებები ჩატარდა, ეგ ერთი, მეორე - შეთანხმება იყო და შემდგომ უკვე ჩატარდა შერჩევითი შემოწმება ყველა იმ უბნის. ყველა მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ სოსო გოგაშვილის განცხადებები იმ პერიოდის ჩვენი რადიკალური ოპონენტების განცხადებებისგან არ განსხვავდება. სოსო გოგაშვილს და მის სამსახურს არ მოსწონს 96 თუ 86 სკოლის დირექტორი. აი, ამაზე რა ოფიციალური დოკუმენტი შეიძლება შეიქმნას? ეს არის თავდაცვის გარკვეული ფორმა, - განაცხადა ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ გაშიფრულია  "ქართული ოცნების" საიდუმლო ელექტრონული ფოსტის ათასობით ფაილი, რომელიც ათასობით ადამიანის პერსონალური მონაცემებს შეიცავს.  

არასამტავრობო ორგანიზაციებს ფაილები  დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე სუს-ისა და "ქართული ოცნების" ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა გადასცა. 

ირკვევა, რომ არჩევნების წინ, პარტიის კოორდინატორები, ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიდნენ იმ პატიმრების ან პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირების  შესახებ ინფორმაციას, ვინც მზად იყო "ოცნების" სასარგებლოდ უბანში ხმები მოეგროვებინა თუ სასჯელს შეუმსუბუქებდნენ ან ციხიდან ვადაზე ადრე გამოუშვებდნენ.

თხოვნები "ოცნების" ელექტრონული ფოსტიდან, იუსტიციის მინისტრის მოადგილის სამსახურეობრივ მეილზე და შინაგან საქმეთა სამინსიტროს გენერალური ინსპექციის უფროსთან იზავნებოდა.