პრეზიდენტმა ან არ იცის რას ამბობს, ან უნდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს - ვოლსკი
ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთი მესიჯბოქსი შეიმუშავა. ღარიბაშვილი-კობახიძის გუნდი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს კომპეტენციები ერთმანეთში ერევა.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი თავის მართლების რეჟიმშია და სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს იწუნებს.
ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და თვითონაც არ იცის რას ამბობს.
ან არ იცის, ან უნდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ან თვითონ არის შეცდომაში შეყვანილი. არათუ რუსული თემა არ არსებობს, რუსულ თემასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, პირველი - ეს არის ის, რომ ჩვენ მოვიგეთ და ვაგრძელებთ მუშაობას, საერთაშორისო სასამართლო, საერთაშორისო ტრიბუნალი აგრძელებს მუშაობას, რათა ეს დანაშაულები, რაც რუსეთმა ჩაიდინა საქართველოში, ეს მიმდინარე პროცესი დაასრულოს. აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, მემგონი, რომ სალომე ზურაბიშვილს უფრო სიღრმისეული ანალიზი მართებს", - თქვა ვოლსკიმ.