სისტემის მხილებათა სერია - არასამთავრობოები პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
სისტემის მხილებათა სერიის შემდეგ პროკურატურაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაიბარეს. შოთაძის უწყებას ჯერ გამოძიება ოფიციალურად არ დაუწყია, თუმცა მაინც დაინტერესდა, რა მტკიცებულებები აქვთ "საერთოშორისო გამჭირვალობას" და "სამართლიან არჩევნებს" საკანდალურ ფაილებზე.
ცოტა ხნის წინ შემოვიდა ზარი და გვთხოვეს, გასაუბებაზე მისვლა პროკურატურაში. დავ ინტერესდით გამოძიება დაიწყო თუ არა . თქვეს, რომ ჯერ არ დაწყებულა და სწორედ ამ გასაუბრების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, მზად ვარ ყველა პროცესს შევუწყო ხელი. აუცილებელია ამს აქმეზე გამოძიების დაწყება. აქ არის ნიშნები რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის და ეს არის ძალიან დიდი სისტმეური პრობლემა. მასალები, შესაძლოა, შეიცავდეს სხვა ინფორმაციასაც, თუმცა ჩვენ ამის რესურსიც არ გვქონდა, არც ინტეერსი და აქეთ არ წაგვიყვანია საქმე, თუმცა სრულად გადავეცით საგამოძიებო სტრუქტურებს ყველაფერი. აქამდეც მითქვამს, რომ დიდად იმედი არ მაქვს-თქო, თუმცა, რავიცი, ყოველთვის შეიძლება მოხდეს კარგიც, - ამბობს "საერთაშოიროს გამჭვირვალობა- საქარათველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი.
შეგახსენებთ, რომ გაშიფრულია "ქართული ოცნების" საიდუმლო ელექტრონული ფოსტის ათასობით ფაილი, რომელიც ათასობით ადამიანის პერსონალური მონაცემებს შეიცავს.
არასამტავრობო ორგანიზაციებს ფაილები დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე სუს-ისა და "ქართული ოცნების" ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა გადასცა.
ირკვევა, რომ არჩევნების წინ, პარტიის კოორდინატორები, ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიდნენ იმ პატიმრების ან პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირების შესახებ ინფორმაციას, ვინც მზად იყო "ოცნების" სასარგებლოდ უბანში ხმები მოეგროვებინა თუ სასჯელს შეუმსუბუქებდნენ ან ციხიდან ვადაზე ადრე გამოუშვებდნენ.
თხოვნები "ოცნების" ელექტრონული ფოსტიდან, იუსტიციის მინისტრის მოადგილის სამსახურეობრივ მეილზე და შინაგან საქმეთა სამინსიტროს გენერალური ინსპექციის უფროსთან იზავნებოდა.