საქართველოს დევიზია "ძალა ერთობაშია". სამწუხაროდ, EU-ის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფები ერთობას არ აჩვენებენ - კრამონი
ვიოლა ფონ კრამონის თქმით, მართალია საქართველოს დევიზია "ძალა ერთობაშია", თუმცა, მისი თქმით, სამწუხაროდ, EU-ის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფები ერთობას არ აჩვენებენ.
ამის შესახებ ევროპარლამენტარი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“ - სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობის და არც ძალის დემონსტრირებას არ ახდენს. ევროკავშირის კანდიდატობა არა ერთი პარტიის მიერ, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ მიიღწევა. ყველას შეაქვს წვლილი, ყველა იღებს ამ წვლილის აღიარებას“, - წერს ვიოლა ფონ კრამონმა.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონის პროექტების მომზადების მიზნით, ოპოზიცია ცალკე პროცესს იწყებს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას გეგმავს.