ვის რად უნდა ეგეთი პრეზიდენტი, კრუასანების ჭამა და კაპუჩინოს დალევა ბევრს შეუძლია - ნათელაშვილი

19.04.21 17:13
ვის რად უნდა ეგეთი პრეზიდენტი, კრუასანების ჭამა და კაპუჩინოს დალევა ბევრს შეუძლია - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. ნათელაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილს შეწყალების აქტი მელიას დაკავების მეორე დღესვე უნდა გამოეცა. 

როცა ხედავს, რომ  კაცი საკუთარი პარტიის ოფისიდან გაიყვანა სპეცრაზმმა ანტისაოკუპაციო მიტინგზე აქტიურობისათვის, მეორე დღესვე გამოეცა უნდა აქტი შეწყალებაზე და გათავისუფლებაზე. აბა ვის რად უნდა ეგეთი პრეზიდენტი, კრუასანების ჭამა და კაპუჩინოს დალევა ბევრს შეუძლია, - ამბობს ნათელაშვილი.