გაშიფრულია სისტემის მამხილებელი დამატებითი მტკიცებულებები - დაკითხავს თუ არა შოთაძე "ოცნების" ბოსებს?

22.07.22 20:12
გაშიფრულია სისტემის მამხილებელი დამატებითი მტკიცებულებები - დაკითხავს თუ არა შოთაძე "ოცნების" ბოსებს?

სახელმწიფო ერთი კაცის სამსახურში - გაშიფრულია სისტემის მამხილებელი დამატებითი მტკიცებულებები  და ასეულობით გასაიდუმლოებული ფაილი დღის სინათლეზე გამოდის. ამ დოკუმენტებით პირდაპირ მტკიცდება,  ხელისუფლების მიტაცების ფორმულა. ირკვევა, რომ სქემაში ჩართულია ყველა სახელმწიფო უწყება გამონაკლისის გარეშე.

დღეს "პირველებმა" კიდევ რამდენიმე ათეული ფაილი შეისწავლა, სადაც ნათლად ჩანს,  რის ფასად იღებდა ხმებს არჩვვნებზე "ქართული ოცნება". 

დოკუმენტების თანახმად, არჩევნების გაყალბებაში ჩართული იყო ყველა,  მათ შორის  მუნიციპალიტეტების სამხედრო განყოფილებები, სადაც წვევამდელებს ჯარში გაწვევას უვადებდნენ ხმების სანაცვლოდ. ფაილებში მითითებულია წვევამდელების სახელები, პირადი ნომრები და მისამართები. პოლიციელები, რომლებიც უშუალოდ  ყავდათ ჩართული არჩევნებში.  ასევე წერილები ირაკლი კობახიძის სახელზე, სადაც დეპუტატი  არჩევნებში დახმარების მიზნით პატიმრებისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს.  

პროკურატურაში გამოკითხვები დაიწყო, თუმცა ჯერ ოფიციალურად საქმე აღძრული არ არის.  
იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაიწყება, შოთაძის უწყებაში მისვლა დიდი ალბათობით მოუწევთ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გიორგი პატარიძეს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და დიმიტრი სამხარაძეს. 

ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი: