რეგიონის კლინიკებში ჟანგბადის ბალონების დეფიციტია? - რას ამბობენ კლინიკები

22.07.22 20:47
რეგიონის კლინიკებში ჟანგბადის ბალონების დეფიციტია? - რას ამბობენ კლინიკები

არის თუ არა რეგიონულ კლინიკებში ჟანგბადის დეფიციტი? რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი 16 კლინიკისთვის სამედიცინო ჟანგბადის შესყიდვას სასწრაფო წესით გადაუდებელი საჭიროებით ხსნის. ამ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის ჩინოვნიკები იმით ხსნიან, რომ საავადმყოფოებს ჟანგბადი ეწურებათ. თუმცა აქვე ჩნდება კითხვა, რატომ არ დაიჭირა უწყებამ დროულად თადარიგი, რაც სახელმწიფოს ზედმეტ ხარჯებს ააცილებდა. დღეს პირველები თავად კლინიკის ხელმძღვანელებსაც დაუკავშირდა და იქიდან სულ სხვა პასუხი მიიღო.

ოფიციალური ინფორმაციით, 1000 ჟანგბადის ბალონი რეგიონის 16 კლინიკისთვის - 36 ათას ლარიან შესყიდვას რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი გამარტივებული წესით,  გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდიანრე ახორციელებს. 18 ივლისისთ დათარიღებული დოკუმენტით დგინდება, რომ რეგიონის კლინიკებში ჟანგბადის ბალონების დეფიციტია და მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღეში საჭირო რაოდენობამდე  სასწრაფოდ უდნა შეივსოს.

რატომ არ მოამარაგეს კლინიკები ჟანგბადით  დროულად  და რატომ ვიხდით  გამარტივებული შესყიდვებით  უფრო ძვირს,   ამ კითხვას რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ პასუხობს.  

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი გამარტივებულ შესყიდვას გაუარესებული ეპიდსიტუაციით ხსნის, შესყიდვების შეთანხმებაში პირდაპირ ამბობს, რომ წინასწარ ეპიდმგმომარეობის დამძიმებას ვერ განსაზღვრავდნენ და კოვიდპაციენტების გაზრდილი მომართვიანობის გამო სხვა გზა აღარ დარჩათ.

გაუგებარია, მაშინ როდესაც ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ოფიცილური მონაცემებითაც კი მზარდია,  რატომ ვერ დაიჭირა თადარიგი ცენტრმა.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის სიუჟეტი