ექსკლუზივი: ვის უნდა შეეცვალა პატრიარქი? - გოგაშვილი ციხიდან ახალ კარტებს ხსნის
პატრიარქის გადადგომის სპეცოპერაციის საიდუმლო ამბავი - სოსო გოგაშვილი ციხიდან ახალ კარტებს ხსნის. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ექსკლუზიურად "შაბათის ეთერისთვის" გაგზავნილ წერილში, აღნიშნავს, რომ ილია მეორეს გადადგომა 2021 წლის 14 ოქტომბერს იგეგმებოდა. "უწმინდესის ნომერ პირველ შემცვლელად კი მეუფე შიო განიხილებოდა და მასზე ორივე მხარე მუშაობდა".
"შაბათის ეთერმა" გაარკვია ისიც, რომ სოსო გოგაშვილი ციხეში პუტინის გარემოცვის, "პეტერბურგელების საძმოს" საჩივრის საფუძველზე გაუშვეს.
საქმის მასალების თანახმად, კონსტანტინე რომანოვსკიმ გოგაშვილს 2021 წლის 27 აგვისტოს უჩივლა. სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა "შაბათის ეთერთან" ინტერვიუში, თქვა, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით, რომანოვკსი საქართველოში ჩამოვიდა, საპატრიარქოს საქმეებში ერეოდა და ცდილობდა, ყველაზე რეიტინგული მღვდელმთავრის ვინაობა დაედგინა, ვინც ქვეყნის ახალი პატრიარქი იქნებოდა.
საქმეში რომანოვკის ორი ჩვენება დევს, ერთში წერს, რომ საქართველოში ინტერვიუს ეთერში გასვლიდან ექვსი თვის შემდეგ ჩამოსულს ნათესავებმა უთხრეს, რომ მორალური ზიანი მიიღო, საპირისპიროს ამტკიცებს მეორე ჩვენებაში სადაც წერს, რომ 2021 წლის 13 თებერვალს მოსკოვში უყურებდა ტვ პირველზე ნოდარ მელაძის შაბათს და გადაცემიდან გაიგო, რომ ის გოგაშვილმა ამხილა.
გოგაშვილი დღეს პირველად ამბობს, რომ ამბის გათქმით პუტინის ახლო გარემოცვის ინტერესებს დაეჯახა.
"ტვ პირველმა" მოიპოვა მტკიცებულებები, რომელიც კონსტანტიენე რომანოვსკისა და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ოჯახის წევრს ერთმანეთთან მჭირდო კავშირი აქვთ. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ რომანოვსკის მფარველის, პეტერბურგის გუნერატორის გიორგი პოლტავჩენკოს შვილი და უჩა მამაცაშვილის ვაჟი რუსეთში ერთობლივ ბიზნესს ფლობენ.
რომანოვსკი რუსეთში ორ კომერციულ ორგანიზაციას ფლობდა - ესენია „ნევის" სავაჭრო კომპანია და „სოფიერი“. ის სკანდალის ეპიცენეტრში 2017 წლის მარტში აღმოჩნდა, როდესაც სანქტ-პეტერბურგის მერია ქალაქში ღია ბაზრობების მოწყობის ლიცენზიის გაცემაზე მსჯელობდა, მაშინ დეპუტატმა ოპოზიციიდან, მაქსიმ რეზნიკმა სხდომაზე საჯაროდ თქვა, რომ ამ ბიზნესი უკან კონსტანტინე რომანსოვკი იდგა, რომელიც პუტინის ახლო მეგობრის და პეტერბურგის გუნერატორის, გიორგი პოლტავჩენკოს გარემოცვის წევრია.
დავით ადამია, ვინც სოსო გოგაშვილმა რუსული სპეცსამსახურების დავალებით საქართველოს საპატრიარქოს საქმეებში ჩარევასა და მღვდლების რეიტინგების დადგენის მცდელობაში დაადანაშაულა, რუსეთის გემთმშენებელი ჰოლდინგის ერთ ერთი შეფია, ჰოლდინგს კი ვლადიმერ პუტინის უახლოესი მეგობარი. პეტრბურგის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი პოლტავჩენკო ხელმძღვანელობს. მანამდე ადამია სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი იყო.
ამასთან, "შაბათის ეთერისთვის" გამოგზავნილ წერილში სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი პირველად ამბობს, რომ სკანდალური განცხადებების შემდეგ ის ვახტანგ გომელაურმა და პრემიერმა ღარიბაშვილმა გააფრთხილეს.
რეზონანსული საქმის ყველა დეტალი ნახეთ მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟში.