65 თეთრიანი რუსული სუპი ჯარისთვის - რითი კვებავენ ქართველ სამხედროებს?

23.07.22 21:57
65 თეთრიანი რუსული სუპი ჯარისთვის - რითი კვებავენ ქართველ სამხედროებს?

65 თეთრიანი რუსული სუპი - "ანაკომი" ჯარისთვის - "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ მოპოვებული ფაქტებით დასტურდება, რომ  საველე პირობებში მყოფ სამხედროებს ოკუპანტი ქვეყნის იაფფასიანი სწრაფი მომზადების საკვებით ამარაგებენ. 

ჯარისკაცები, რომლებმაც ფოტოები "შაბათის ეთერს" გამოუგზავნეს, ამბობენ, რომ ჯარში რუსული საკვების არსებობა ღირსების შემლახავია. 

რუსული სუპების შემომტან კომპანიას და თავდაცვის სამინიტროს კვებითი უზრუნველყოფის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით დგინდება, რომ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში რუსული პროდუქტი რამდენიმე წელია შეაქვს. მაგალითად, უწყებამ  2021 წელს 10 ათასი ლარის 20 ათასი შეკვრა, სუპი 50 თეთრად იყიდა. ჯარის საველე პირობებში გამოკვებისთვის თავდაცვის სამინისტრომ რუსული წარმოების სწრაფი მომზადების ვერმიშელი 2022 წელსაც შეიძინა, ოღონდ უკვე 65 თეთრად.  დიპლომატ ჯორჯიაში, რომელიც რუსულ იაფფასიან სუპს თავდაცვის სამინისტროს აწვდის, ადასტურებენ, რომ  ჯარს ანაკომით ნამდვილად ისინი ამარაგებენ.