ბაღში ასწავლიან, რომ ზურგით დგომა უზრდელობაა - იოსელიანი ოპონენტებზე
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება პარლამენტში ოპონენტს ზურგი შეაქციო და არ ელაპარაკო.
იოსელიანის თქმით, ბაღში ასწავლიან, რომ ზურგით დგომა არ შეიძლება, „იმიტომ რომ ეს არის უზრდელობა“.
„პარლამენტში ვარ, რომ ველაპარაკო ადამიანებს. ეს არის ყველაზე მარტივი ამბავი. ეს არის ანა-ბანა ხო? ბაღში ასწავლიან, რომ არ შეიძლება ზურგით დგომა, იმიტომ რომ ეს არის უზრდელობა. პარლამენტში ხარ და როგორ შეიძლება არ ელაპარაკო შენს ოპონენტს და არ შეეცადო შენი სიამრთლე დაუმტკიცო მას. ჩემთვის ეს არის გაუგებარი, რა ვქნა. ეს გაუგებარია პრეზიდენტისთვის, ეს გაუგებარია ევროპელებისთვისაც და არის ხალხი, ვინ აგებს პოლიტიკურ პროცეს და პოლიტიკურ დივიდენდს ამაში ეძებს“ - ამბობს ლევან იოსელიანი.
დემოკრატიული ველიდან გასული "ქართული ოცნების" "გაპატიოსნებაში" ოპოზიცია მონაწილეობას არ აპირებს. ახლა საინტერესოა, როგორ და რა გზით უნდა შესრულდეს ევროკავშირის რეკომენედაციების 12 პუნქტიანი გეგმა, რომელზეც პოლიტიკურ სპექტრში დიდი აზრთასხვააობაა. ყველა პოლიტიკურ ძალას საკუთარი დღის წესრიგი აქვს, არადა ევროკავშირი ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთობისკენ მოუწოდებს.