"ოცნება" საკვანძო საკითხებზე მსჯელობას არ აპირებს, ამიტომ ერთ მაგიდასთან დასხდომა ევროპის მოტყუებაა - ჩიხლაძე
„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ საკვანძო და ცენტრალური საკითხი ოპოზიციისთვის დეოლიგარქიცაზია, სასამართლო რეფორმა და 19 აპირილის შეთანხმების ბოლომდე მიყვანაა.
მისი თქმით, ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ამ საკითხებზე მსჯელობას არ აპირებს, ამიტომ მათთან ერთ მაგიდასთან დასხდომის აზრს ვერ ხედავს.
„ასეთ ფორმატში ხელისუფლების მაგიდასთან დასხდომა, სადაც „ოცნებამ“ წინსწრებით განსაზღვრა, რომ ყველა მნიშნელოვან მიმართულებაზე, ყველაზე საკვანძო საკითხზე, როგორიც არის დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, 19 აპრილის შეთანხმების ბოლომდე მიყვანა - ესენი გამორიცხა უკვე ხელისუფლებამ და თქვა, რომ ამ საკითებზე არასდროს ისაუბრებს და დააყენებს, დანარჩენს საკითხებზე მსჯელობა ამის გამოკლებით, ეს არის უბრალოდ თავის მოტყუება, ხალხის მოტყუება და ევროპის მოტყუება“. - ამბობს ჩიხლაძე.
კანდიდატის სტატუსის მისაღებად სულ ცოტა დრო რჩება. დასავლელი პარტნიორები ელოდებიან, როდის შეასრულებს 12 პუნქტიან გეგმას საქართველო.