ქარელი ჩართული იყო პედაგოგების და დირექტორების დაშინებაში, ის აგრძელებს „ოცნების“ დავალებებს - ოპოზიცია
გორს ოპოზიცია გორის რესურსცენტრის ყოფილი უფროსის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ზურაბ ქარელი ნამდვილად იყო ჩართული პედაგოგების და დირექტორების დაშინებაში და მათ წინასაარჩევნო პროცესში იძულებით ჩართვაში.
ოპოზიციის თქმით, ქარელი დღესაც აგრძელებს „ოცნების“ დავალებების შესრულებას.
„ის ნამდვილად იყო ჩართული სკოლის პედაგოგების და დირექტორების დაშინებაში და მათ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ჩართვაში. მის განცხადებაში ერთი გარემოებაა არასწორი, რომ ის პერსონალურად გოგაშვილს ადანაშაულებს ამაში. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ზურაბ ქარელი მაშინაც და ახლაც აგრძელებს „ოცნების“ დავალებების შესრულებას. თუ „ქართულ ოცნებას“ არ ეხმარება არჩევნებში და თანამშრომლების დაშინებაში არ მოანაწილეობ, მაშინ ასეთი დირექტორი თანამდებობაზე არ რჩება. ამას გვაჩვენებს პრაქტიკა“.- ამბობს ოპოზიციონერი.