ის, რომ გოგაშვილმა დაიწყო ღიად საუბარი, არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან - ბუაძე

23.07.22 17:22
ის, რომ გოგაშვილმა დაიწყო ღიად საუბარი, არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან - ბუაძე

გოგაშვილის დაგვიანებული მხილებათა სერია. სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის კიდევ ერთ სკანდალურ წერილს, სადაც პირდაპირ ივანიშვილის უკანონო დავალებებზეა საუბარი ოპოზიცია დაგვიანებულს უწოდებს. ისინი ფიქრობენ, რომ სოსო გოგაშვილს დუმილი მაშინ დაერღვია, როცა ხელისუფლება არჩევნებს ტოტალურად აყალბებდა. 

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის საბა ბუაძის თქმით, ის, რომ გოგაშვილმა სისტემა ამხილა, არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან.

„ივანიშვილი არის მთავარი დამკვეთი იმ დანაშაულებებისა, რომელსაც გოგაშვილი ასრულებდა. ის, რომ გოგაშვილმა ამ ყველაფერზე დაიწყო ღიად საუბარი, არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან, იმ ძალიან ბევრი კრიმინალისგან, რომელიც მან ჩაიდინა“. - თქვა საბა ბუაძემ.  

დღეს სოსო გოგაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც სუს-ის ყოფილი მაღალჩნოსანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისგან ყველანაირი დავალების შესრულებას მოითხოვდა.