VTB BANK-ს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს
ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარი პრორუსი ოლიგარქი საქართველოში ბანკის მფლობელი ხდება. დავით ხიდაშელი VTB BANK Georgia ყიდულობს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
პარლამენტის წევრებს და კორუფციის მკვლევარებს რჩებათ განცდა, რომ პრორუსს ოლიგარქებს საქართველოში არასანქცირებული ახალი ბანკი სანქცირებისგან გვერდის ასავლელად სჭირდებათ.
რიყის დოქების და რაჭის ტყის შემდეგ, ბანკი მესამე მსხვილი პროექტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებული მეგობარი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორის ხელში გადადის.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე "პირველებთან" ამბობს, რომ ხიდაშელის მიერ VTB BANK Georgia-ს ყიდვა დანაშაული იქნება და ეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არ უნდა დაუშვას.
მისივე თქმით, ეს ქართულ საბანკო სისტემაში მკრემლის შემოშვებას ნიშნავს.
დავით ხიდაშელი 2013 წლიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის AFK Sistema-ს ერთ-ერთ შვილობილ კომპანია Intracom Telecom-ს ხელმძღვანელობდა. იყო ვიცე-პრეზიდენტი.
მარტში გამართულ აუქციონზე “რიყის დოქები” 10 მილიონ ლარად შეისყიდა.