"მკურნალობის გაგრძელება სჭირდება" - მიხეილ სააკაშვილს დამატებით გამოკვლევებს უტარებენ
"ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევა იწყება. მესამე პრეზიდენტს ამ წუთებში ანესთეზიას უკეთებენ.
მედიკოსებმა გასტროენტეროლოგიური კვლევები უნდა ჩაატარონ. კლინიკის მთავარი ექიმი "პირველებს" უდასტურებს, რომ სააკაშვილს მკურნალობის გაგრძელება სჭორდება.
საუბარია, კუჭნაწლავის ტრაქტის დათვალიერებაზე. მდგომარეობას ექსპერტები გეტყვიან, ყველა ელოდება მათ დასკვნას. მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის გაგრძელება სჭირდება"- ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
ამასთქან, საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებიან ამერიკელი ექიმებიც. ჯანდაცვის სამინისტროს დღეს მათ მონაცემებს გადასცემენ.
ახლა მინისტრ აზარაშვილზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად გადაწყვეტს პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხს და როდის მისცემს ამერიკელ სპეციალისტებს ლიცენზიას რომ ექსპრეზიდენტს კვლევები ჩაუტარონ.