ბათუმის ბულვარი მოუწესრიგებელი და გადათხრილია - ოპოზიცია დამსვენებლებისთვის შექმნილ საფრთხეებზე საუბრობს
ბათუმის ბულვარის დიდი ნაწილი, რომლის გაკეთებაშიც მილიონები დაიხარჯა, ისევ მოუვლელი და გადათხრილია. ჩამოშლილია სანაპირო ზოლიც. საუბარია ახალ ბულვარზე, სადაც დღის განმავლობაში უამრავი დამსვენებელი გადაადგილდება.
არსებულ პრობლემაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს ადგილობრივი ოპოზიცია. ამათი თქმით, სანაპიროს ან ნაწილზე მოქალაქეების მოძრაობა რისკის შემცველია. ამის მიუხედავად, აჭარის მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ პრობლემა არ არსებობს და ხელისუფლების ოპონენტები მოქალაქეებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
მავნებელი უნდა იყო და არ უნდა გიხაროდეს ამ ქალაქის კეთილდღეობა, წინსვლა და ამ ქალაქის უკეთესი მომავალი, იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაის როცა მიიყვან შენს ქალაქს, უპატრონო ქალაქის მერი, უპატრონოს სიმბოლო ხარ დღეს. ეს ახლა აქ ხდება, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა ახალი ბულვარიდან წამოვა ძველი ბულვარისკენ და შეიძლება გაგრძლედეს აკადემიის პირდაპირ, იქაც კი დავკარგოთ სანაპირო. ყველაფრის უკან არის დიდი კორუფცია, რა კორუფციამაც ეს მოიტანა. უბრალოდ, უნდათ, რომ კორუფცია გადაფარონ ამ წყლის ჩამორეცხვით და სტიქიას დააბრალონ, მაგრამ არ გამოვა, - ამბობს ბათუმის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა კილაბერია.