"ეს იყო დისკრიმინაცია განსხვავებული მოსაზრებების გამო" - ყოფილი მოსამართლის საქმე ევროსასამართლოშია

25.07.22 12:13
"ეს იყო დისკრიმინაცია განსხვავებული მოსაზრებების გამო" - ყოფილი მოსამართლის საქმე ევროსასამართლოშია

ღარიბაშვილის მთავრობა ახლა უკვე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო კლანი არ არსებობს.  მაია ბაქრაძის საქმეზე სტრასბურგში გაგზავნილ დოკუმენტებში ქართული მხარე ამტკიცებს, რომ მოსამართლე  კრიტიკული აზრის გამო არ დაუსჯიათ და ბაქრაძე საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. 

მაია ბაქრაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ის ყოფილი მოსამართლეა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს ხელახლა დანიშვნაზე უარი უთხრა.

მაშინ, როდესაც ტენდენცია ყოველთვის არსებობდა მოსამართლეთა გადანიშვნის და პრაქტიკულად ყველა მოსამართლე გადაინიშნა, გარკვეული გამონაკლისების გარდა, რომელთა შორის ისევ ერთობის წევრები არიან უმრავლესობაში, მწ მივიღე უარი ხელახალ დანიშვნაზე და ცხადად იყო იმის საფუძველი, მევარაუდა, რომ ეს იყო დისკრიმინაცია განსხვავებული მოსაზრებების გამო, იმიტომ რომ არაერთგზის მაგრძნობინეს ეს"- განაცხადა ბაქრაძემ.