ეროვნული ბანკი VTB ბანკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

25.07.22 13:08
ეროვნული ბანკი VTB ბანკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი "VTB ბანკთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სებ-ის თქმით,  ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა.

გვენეტაძის უწყების მტკიცებით, ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით

ჩვენთვის ცნობილია, რომ ვითიბი ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს, თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს;

თუმცა შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

გამომდინარე იქიდან, რომ ვითიბი ბანკი არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარი პრორუსი ოლიგარქი საქართველოში ბანკის მფლობელი ხდება. დავით ხიდაშელი VTB BANK Georgia ყიდულობს.