"ეს ფაქტობრივად სანქციაა"- საქართველოდან ამერიკაში ფულის გადარიცხვა ფერხდება
ამერიკული ბანკები საქართველოდან გადარიცხულ ფულს თვეობით აჩერებენ - 25 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნიდან გადარიცხულ თანხებს შტატები ჯერ სწავლობს, ამოწმებს და შემდეგ მიდის ადრესატამდე.
ქართული კომპანია "ალგორითმი" პირველია, რომელმაც დაადასტურა, რომ "ამერიკის ბანკი" და "სითი ბანკი" ივნისის დასაწყისში გადარიცხულ ფულს ჯერ კიდევ სწავლობს.
კომპანია "ალგორითმის" ხელმძღვანელი დავით კორახაშვილი "პირველებთან" აცხადებს, რომ ის "ქიჩენ კიტის" იმპორტიორია, თანხა საზღვარგარეთ "თი ბი სი" ბანკიდან გადარიცხა, თუმცა ფული ადრესატამდე ამ დრომდე არ მისულა.
ჩვენი 25 წლიანი ისტორიის მანძილზე, უპრეცედენტო პრობლემა შეგვექმნა. პირველ ივნისს გადავრიცხეთ თანხა, თუმცა მიმღებს ფული ამ დრომდე ა მიუღია. დაბრუნდება როდის დაბრუნდება თანხა, ან საერთოდ ჩაირიცხება თუ არა, ამ პასუხებსაც ვერავინ გვეუბნება.
საუბარია, რომ ომის შემდეგ ხშირად ხდება გადარიცხვების შემოწმება, თუმცა ამ დენი ხნის განმავლობაში თანხის შემოწმება არასდროს ყოფილა"- განაცხადა კორახაშვილმა.
საქართველოდან გადარიცხულ ფულის შეფერხების საკითხზე განმარტებებს ითხოვს ოპოზიცია. რომან გოცირიძემ შესაბამისი წერილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტეძეს უკვე მიწერა.
დეპუტატი ინტერესდება, რა ინფორმაცია აქვს სებ-ს და რამდენი ასეთი მსგავსი ტრანზაქციაა გაჩერებული. მისი თქმით, ეროვნული ბანკი სირაქლემას პოზიციიდან უნდა გამოვიდეს და კიტხვებს პასუხი უნდა გასცეს.
ფაქტობრივად, ქვეყანა არასაიმედო სახელმწიფოებშია უკვე ჩაწერილი უცხოეური ბანკების მიერ. ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა. რატომ არ იღებენ ბანკები ხმას, სად არის საბამკო ასოციაცია? განცხადებები შემოდის, მიმართვებენ ეროვნულ ბანკს, თუმცა არავითარი რეაგირება არ არის - სირაქლემას პოზიციაში იმყოფებიან. ამ პროცესს ახლავე უნდა მიხედვა. ეროვნული ბანკი ვალდებულია, რომ ბიზნესის ინტერესები დაიცვას, ბიზნესიც გაჩერებულია, არ უნდათ თავიანთი პრობლემების საჯაროდ გამოტანა, იმიტომ რომ ეს ფაქტუბრივად სანქციაა"- თქვა გოცირიძემ.