რაქვიაშვილი ვაშაძის წინააღმდეგ - "გირჩის" წევრი ეჭვობს, რომ "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი "ოცნებამ" მოისყიდა
სანდრო რაქვიაშვილი გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ - "გირჩის" წევრი ეჭვობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" გიორგი ვაშაძე მოისყიდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვარაუდი "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის ქმედებებს ეფუძნება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს ჩაუდგა სათავეში.
რაქვიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ორ ბანაკად მუშაობა და პროცესების გახლეჩვა ახლა სწორედ მმართველი პარტიის ინტერესშია.
გამოვიდა ისე, რომ ყველაზე დესტრუქციული როლი ამ პროცესშ ვაშაძემ შეასრულა. ახლა, რატომ შეასრულა , იმიტომ, რომ უბრალოდ არ უნდა რომ ევროინტეგრაციოა მოხდეს? „ქართულ ოცნებასთან“ გარიგდა თუ რაღაც შეცდომა დაუშვა, მე, ბუნებრვია, არ ვიცი , მაგრამ ცხადია, რომ ასეთი ქცევა ყოვლად მიუღებელია და სამწუხაროა, რომ მას რამდენიმე პარტიაც აჰყვა. ჩენ ევროპელებმა პირდაპირ გვითრეს, რომ ეს 12 პუნქტი თქვენ ერთად უნდა შეასრულოთ და ამ მომენტში, რომცა ძალიან კრიტიკული მომენტი დადგა, აღმოჩნდა, რომ მთელ პროცესს შლის. თან ჩვენ როცა ვცდილობდით კომუნიკაცია გვქონოდა, პირდაპირ დაპირისპირებაში შემოდიოდა . ჩატიდან გაგდება ჯერ იოსელიანის დააპირა, მერე ჩვენი და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში , მისი ინიციატივით ხდებოდა და ჩენთვის გაუგებარია, რა დაემართა გიორგი ვაშაძეს ბოლო ორი კვირის განმავლობაშ ისეთი, რომ ასეთ პოზიციას იკავებს, - თქვა სანდრო რაქვიაშვილმა.
კოლეგის ბრალდებებზე გიორგი ვაშაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
სულელი ადამიანის სისულელეზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, - თქვა ვაშაძემ.