სააკაშვილის მკურნალობა - ჯანდაცვის მინისტრმა არ იცის, მისცემს თუ არა ამერიკელ ექიმებს ლიცენზიას
ჯანდაცვის მინისტრმა ჯერ არ იცის, მისცემს თუ არა იმ ამერიკელ ექიმებს ლიცენზიას, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უნდა შეისწავლონ. ორი ექიმი ახლა აზარაშვილის ნებართვას ელოდება. თუ თანხმობა იქნება ამერიკელი ექსპერტები ამ კვირაშიც შეძლებენ პრეზიდენტისთვის კვლევის ჩატარებას.
ამასთან აღმოჩნდა, რომ აზარაშვილმა დღეს მედია მოატყუა, როცა "ტვ პირველის" კორესპოდენტს უთხრა, რომ არცერთი საერთაშორისო ექსპერტის ლიცენზიის გაცემის თხოვნით მათთვის არავის არ მიუმართავს.
ფაქტია, რომ ორგანიზაცია "ემპათია" სამი თვის განმავლობაში ითხოვდა ბრიტანელი ექსპერტების ლიცენზიის გაცემას, თუმცა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მსგავსი დოკუმენტი არ გაუცია.
რაც შეეხება ამერიკელი ექსპერტების ჯგუფს, ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, განხილვის შემდეგ გადაწყდება, მისცემს თუ არა ჯანდაცვის უწყება ლიცენზიას უცხოელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩაერთონ.
„თუ საჭიროება იქნება მივცემთ... განხილვის პროცესია და ამის მიხედვით მოვიქცევით. წინასწარ როგორ გიპასუხოთ?!"- განაცხადა აზარაშვილმა.