აშშ-ის წინააღმდეგ ბინძურ ტყუილებს ივანიშვილი წერს - ელენე ხოშტარია
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია დარწმუნებულია, რომ ე.წ. ამბოხებულებს წერილებს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უწერს, ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი კი ოლიგარქის გზავნილებს ახმოვანებს.
ეს ისტორიული სირცხვილია, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მსგავი რამ არავის ახსოვს, რომ მიზანმიმართული, ორკესტრრირებული, შავი, ბინძური ტყუილების კამპანია იყოს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ. ყველაფერი რაც იქ წერია, არის სრული ტყუილი. არავინ კითხავს ამ სამ "აჯანყებულ" "ქართული ოცნების" მორჩილ ადამიანს ელჩთან ასეთი ტონით საუბარს. ამ წერილებს ბიძინა ივანიშვილი წერს"- აცხადებს ხოშტარია.
"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წამოსული დეპუტატები აშშ-ის ელჩს ისევ თავს ესხმიან - ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი კელი დეგნანს ღია წერილს უძღვნიან და დიპლომატს "ომის რიტორიკის მხარდაჭერაში" ადანაშაულებენ.
სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ელჩი "არათუ არ ემიჯნება ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერს მას, ასევე თანაუგრძნობს ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებს ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას".
მეტიც, "ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულები დეგნანს სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევაში ღიად ადანაშაულებენ.
წერილის ბოლოს, "ამბოხებულები" ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ, "უთხრას საზოგადოებას, შეხვდნენ თუ არა ის და კელი დეგნანი 24 თებერვლის შემდეგ".