"ყველაფერს ბოლომდე მივიყვან"- VTB BANK Georgia-ს შეძენის შესახებ დავით ხიდაშელი პირველ კომენტარს აკეთებს
VTB BANK Georgia-ს შეძენის შესახებ დავით ხიდაშელი პირველ კომენტარს აკეთებს. ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი არ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
"ჩემს შეჩერებას ვერ შეძლებენ, ყველაფერს ბოლომდე მივიყვან"- წერს "პირველებს" სანქცირებული ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის ბიზნესპარტნიორი.
ირკვევა, რომ ხიდაშელს საქართველოში 47 პროექტის გაკეთება აქვს დაგეგმილი.
საქართველოში დაგეგმილი მაქვს 47 პროექტი. რამდენი ტყუილიც არ უნდა წერონ ჩემზე, ვინც არ უნდა ეცადოს საზოგადოების დეზიმფორმირებას ან ჩემ შეჩერებას, მაინც მივიყვან ბოლომდე ყველა პროექტს.
მე პოლიტიკაში არ ვიღებდი, არ ვიღებ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით.
მე ვარ ქართველი და მხოლოდ ვცდილობ, დავეხმარო საქართველოს საზღვრების აღდგენა- გასწორებაში. საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ"- აცხადებს ხიდაშელი "პირველებისთვის" გამოგზავნილ წერილში.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარი პრორუსი ოლიგარქი საქართველოში ბანკის მფლობელი ხდება. დავით ხიდაშელი VTB BANK Georgia ყიდულობს.