კარგად ჩანს, რომ სცენარი ერთი ხელით არის შედგენილი - ბესელია ივანიშვილის ტრიოს წერილებზე
"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასულ ეკა ბესელიას ყაველაშვილი, სუბარი, ხუნდაძის ტრიოს დამოუკიდებლად მოქმედების არ სჯერა. პარტია "სამართლიანობისთის" თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ უგემოვნო და უნიჭო სცენარი ერთი ხელით არის შედგენილი.
ის, რომ ეს სამი ადამიანია დამოუკიდებლად წერს ამ წერილებს, რა თქმა უნდა, ამის ილუზია არ გვაქვს. რა თქმა უნდა, კარგად ჩანს, რომ ეს ერთი ხელით არის შედგენილი სცენარი. ძალიან უგემოვნოდ, უნიჭოდ, იმდეადნ გაშუფრულია თვითონ სცენარის შინაარსი და ეს არამეგობრული, მტრული განწყობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, რომ ამას ძებნაც არ სჭირდება. უბრალოდ, ძალიან გასაკვირი არის, რომ ვერ გრძნობენ ამ წერილის უკუშედეგს, ზიანს, რომელიც მოაქვს, - ამბობს ბესელია.
"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წამოსული დეპუტატები აშშ-ის ელჩს ისევ თავს ესხმიან - ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი კელი დეგნანს ღია წერილს უძღვნიან და დიპლომატს "ომის რიტორიკის მხარდაჭერაში" ადანაშაულებენ. ამასთან, "ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულები დეგნანს სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევაში ღიად ადანაშაულებენ.