დრო გადის, გაუმჯობესებას ვერ ვხედავ - გიული ალასანია "ვივამედში" მივიდა
"ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტს დედა და შვილი ხვდებიან - გიული ალასანია და ნიკოლოზ სააკაშვილი კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.
პრეზიდენტის დედას დღეს ჩატარებული კვლევის შედეგები აინტერესებს. გიული ალასანიას თქმით, სამთვიანი მკურნალობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
გუშინ თავს კარგად არ გრძნობდა, ძლივს მოძრაობდა, მერჩივნა, დაწოლილიყო. დღეს გაუკეთდა კვლევა და პასუხები ჯერ არ ვიცი. ვფიქრობ, მორფოლოგიური ანალიზიც გაკეთდება. რაღაც პასუხისთვის თვალით რაც ნახეს ეგეც საკმარისია ალბათ.
დრო გადის, წინაში იკლებს. გაუმჯობესებას მე ვერ ვხედავ. საჭიროა ექიმებს (ამერიკელ მედიკოსებს) აქაური ლიცენზია ჰქონდეთ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ერთ საათში ხდება, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, წლები დასჭირდეს. მე ძალიან მეჩქარება"- განაცხადა გიული ალასანიამ.