არახამია არაკაცია - ირაკლი კობახიძე

25.07.22 19:17
არახამია არაკაცია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარეს უპირისპირდება - ირაკლი კობახიძემ დავით არახამიას "არაკაცი" უწოდა. 

არახამია ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი, ვის მიმართაც ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციებს გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფერის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალინ ბევრ რამეზე პასუხისმგებელი ამას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი. მარტივად ვიტყვი არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

რამდენიმე დღის წინ, დავით არახამიამ თქვა, რომ "КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა". 

მსგავსი სიახლეები