სასარგებლო იდიოტები ხართ! - კობახიძის დასაცავად გამოსულმა მდინარაძემ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

25.07.22 19:20
სასარგებლო იდიოტები ხართ! - კობახიძის დასაცავად გამოსულმა მდინარაძემ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამართლება მამუკა მდინარაძემ სცადა. მმართველი პარტიის სპიკერი შეეცადა ისრები მედიისკენ გადაეტანა. 

მდინარაძე კიდევ უფრო შორს წავიდა და ჟურნალისტებს "სასარგებლო იდიოტები" უწოდა. თითქოს გადატანითი მნიშვნელობის ხასგასასმელად კი გამოიყენა სიტყვა - "ღორი". 

"ფსკერს ქვემოით ხართ, არ ხართ ჟურნალისტები, თქვენ ხართ კრემლის სასარგებლო იდიოტები" - მიმართავდა კრიტიკულ მედიას მდინარაძე. 

ურთულესი მოსათმენია თქვენი უმძიმესი პროვოკაციები. ვიღაცამ ღორი რომ გიწოდოთ, მერე მოვიდეს სხვა ჟურნალისტი და გითხრათ: "თქვენ ღორი ხართ?" ასეთ კითხვებს სვამთ, ეს შეურაცხყოფაა თუ კითხვის დასმა?

მეც მიმძიმს თქვენი ამ პროვოკაციების მოთმენა, მაგრამ ვითმენ შეძლებისდაგვარად და ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად. 10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა.

თქვენ უმძიმესი ფორმით მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს", - განაცხადა მდინარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები