ვგმობ კობახიძის უკადრის საქციელს... "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!" - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის დისკრიმინაციულ განცხადებას გმობს და განცხადებას ავრცელებს:
კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!"
ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!", - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი