როგორ მოიპარა "ოცნებამ" არჩევნები - პროკურატურას ინფორმაციას დღეს არასამთავრობოები მიაწვდიან
სუსიდან გამოტანილი ფაილები, რომელიც არჩევნების გაყალბებას ადასტურებ - პროკურატურა იძულებული ხდება არჩვნების გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყოს. საგამოძიებო უწყებას დღეს ჩვენებას იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მისცემე, ვინც არჩვნების გაყალბების სქემა გაშიფრა და გაასაჯაროვა. ფაილები მათ სუსის ყოფილმა მარალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა დაკავებამდე გადასცა.
გენერალურ პროკურატურაში "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ონიანი უკვე მივიდა. სწორედ ონიანის მიერ ინფომაციის მიწოდების შემდეგ უნდა გაადწყვიტოს შოთაძის უწყებამ გაბედავს თუ არა გამოძიების დაწყებას.
ჯერ გამოძიება არ არის დაწყებული და როგორც დავაზუსტებინე, აი, ამ გასაუბრების შემდეგ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებასო. მე მაქვს მოლოდინი, რომ ამ ფაქტებს ვერ აუვლიან გვერდს და მოუწევთ გამოძიების დაწყება. აქ არის მთელ სქემაზე საუბარი, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები იყვნენ ისეთი რამით დაკავებული, სავარაუდოდ, რითაც არ უნდა ყოფილიყვნენ. გადაჯაჭვული იყო პარტიული ინტერესების სახელმწიფო ინსტიტუციების ინტერესებთამნ. ამაზე, ბუნებრივია, ძალიან ბევრი საგამოზიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს, ბევრი ადამიანი უნდა იყოს დაკითხული, - ამბობს ონიანი.