საელჩოს წარომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს სრულყოფილი ინფორმაცია გადავეცი - ნინო გოგაშვილი

26.07.22 11:23
საელჩოს წარომადგენლებს და საერთაშორისო  ორგანიზაციებს სრულყოფილი ინფორმაცია გადავეცი - ნინო გოგაშვილი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით მიმართავს. ნინო გოგაშვილი ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს. მისი თქმით, ვიდემასალა და ინფორმაცია, რომელიც სოსო გოგაშვილის დაკავებას ასახავდა, დიპკორპუსს უკვე გადასცა. 

მუდმივ რეჟიმში გადავცემ ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორიოს ორგანიზაციებს და საელჩოს წარმომადგენლებს , რადგან მოქმედი ხელისუფლების პირობებში  ძნელი წარმოსადგენია, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი გვქონდეს.  დაირღვა ჩემი 10 წლის ძმის და 4 წლის ძმისშვილის უფლებები , რომლებიც 14 საათის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ სახლში და ველოდები, რა თქმა უნდა, გამოხმაურებას, სრულყოფილი ინფორმაცია გადავეცი ასევე,  ვიდეომასალა, რაც  "ფეისბუქზე" გავრცელდა, სადაც უშუალოდ დაკავების პროცესია ასახული და  იმ ინფორმაციის შესახებ ყველაფერია გადაცემული , სადაც იკვეთება სამართალმდაცავების მხრიდაან  ის სამართლებრივი დარღვევები,  რაც დაირღვა ჩვენს შემთხვევაში 16 ივლისს, - ამბობს ნინო გოგაშვილი. 

სუსის ყოფილი მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად მას შემდეგ დააკავეს, რცა მან "ქართული ოცნების" მხილება დააანონსა.

მსგავსი სიახლეები