"ქართული ოცნება" აგონიაშია - რომან გოცირიძე

26.07.22 11:43
"ქართული ოცნება" აგონიაშია - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ქმედებას აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლება აგონიაშია. საქმე ეხება  ირაკლი კობახიძის მიერ კრიტიკული მედიის წარმოადგენელზე შეურაცხმყოფელ თავდასხმას. 

ოპოზოციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ოცნების" ლიდერები ნამდვილ სახეს ექსტრემალურ ვითარებაში ავლენენ. 

ეს იმას ნიშნავს, რომ აგონიის ბოლო სტადიაზე არიან. აქვთ განცდა, რომ კარგავენ ხელისუფლებას. ფეხქვეშ მიწა ეცლებათ, თუ შეიძლება ასე ვთქვათ და ამიტომ, ექსტრემალურ ვითარებაში ავლენენ თავიანთ ნამდვილ ბუნებას, - ამბობს გოცირიძე 

შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს "მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" თავმდჯომარეს კითხვა რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რამაც კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია და მან კრიტიკული მედიის წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენა.  

მსგავსი სიახლეები