ამერიკელი ექსპერტების ჩართულობა სააკაშვილის საქმეში - ექს-პრეზიდენტი სამინისტროს ნებართვის მოლოდინშია
მესამე პრეზიდენტის ექპერტიზაში აკერმანის ბიუროს სპეცილისტების ჩართვის მოთხოვნით ადვოკატები ჯანდაცვის სამინისტროში ოფიცალურ მიმართვას დღეს შეიტანენ.
გავლენიანი ბიუროს ექსპერტები ექსპრეზიდენტს სამედიცნო ისტორიას უკვე სწავლობენ. ისინი ქვეყნაში ჩამოსვლას და სააკაშვილთან შეხვედრას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გეგმავენ.
დაპატიმრებული პრეზიდენტის უფლებადამცველი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან რიგი საკითხებია გასავლელი და უწყებისგან ნებართვას ელოდებიან.
ჯერ არც ერთი ექსპერტი ჩამოსული არ არის. ჯერ უნდა გავიაროთ ჯანდაცვის სამინისტროსთან შესაბამისი სერთიფიკაცია და როდესაც მივიღებთ ამ დოკუმენტეს, ამის შემდეგ ჩამოვლენ. იმედია, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან მალე გასცემს ამ ნებართვას. უცხოელმა ექსპერტებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი პირადად უნდა შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს. აკერმანის ექსპერტთა ჯგუფი ერთ-ერთი ნომერ პირველია მთელს მსოფლიოში“. - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
გასცემს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექპერტების დაშვების ნებართვას, ამ გადაწყვეტილების მიღება უწყებას რამდენიმე დღეში მოუწევს.