"საშიშები ხდებიან ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის" - მეზვრიშვილი კობახიძსი საქციელს აფასებს
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე და "ოცნების" სხვა ლიდერები ძალაუფლების დაკარგვის შიშით სულ უფრო აგრესიულები ხდებიან. მისი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ქვეყნისთვის და ქვეყნის მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
რასაც ახლა ვუყურებთ, პარანოია ერთგვარი , რცა „ოცნებას“ სჭირს. რაც უფრო იზრდება ხარისხი და წნეხი რისკები იმისა, რომ ბიძნა ივანიშვილის ფინანსურ რესურსებს რამე დაემუქროს და ამ ადამიანების ერთპიროვნულ ძალაუფლებსა რამე დაემუქროს, ეს ადამიანები სულ უფრო და უფრო აგრესიულები ხდებიან და რაც მტავარია, საშიშები ხდებიან ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, - ამბობს მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს "მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" თავმდჯომარეს კითხვა რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რამაც კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია და მან კრიტიკული მედიის წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენა.