კახა ოქრიაშვილი: „ეს მხოლოდ კობახიძის სახე არ არის, ეს არის ივანიშვილის „ოცნების“ შეშლილი სახე“
ეს მხოლოდ მისი სახე არ არის, ეს არის ივანიშვილის „ოცნების“ შეშლილი სახე, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის საქციელს. მისი თქმით, კობახიძის გუშინდელმა აგრესიულმა ქმედებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ "ქართული ოცნება" დასასრულისკენ მიექანება.
გუშინ, 25 ივლისს, საზოგადოებამ იხილა ბატონი ირაკლი კობახიძის შეშლილი სახე. ეს მხოლოდ მისი სახე არ არის, ეს არის ივანიშვილის „ოცნების“ შეშლილი სახე.
ვიდრე ირაკლი კობახიძე არ გასცემს პასუხს კითხვებზე - რატომ, რა ვითარებაში, ვისი დავალებით და გადაწყვეტილებით ჩამოიყვანა და ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის მაღალჩინოსანი გავრილოვი, ქართული საზოგადოების თვალში ის იქნება კაგებე-ს აგენტი.
P.S. ოცნების მმართველობა ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება, - წერს ოქრიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს "მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" თავმდჯომარეს კითხვა უკრაინის რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას, მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რამაც კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია.
კობახიძემ კრიტიკული მედიის წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენა.