გუშინ დასმული კითხვა იყო კულმინაცია - პაპუაშვილი კობახიძეს იცავს

26.07.22 12:40
გუშინ დასმული კითხვა იყო კულმინაცია  - პაპუაშვილი კობახიძეს იცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძეს ამართლებს და ამბობს, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენელის მიერ გუშინდელი დასმული კითხვა იყო კულმინაცია და დადასტურება იმისა, რომ საქართველოში "მედია პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეული".

საქართველოში მედია, სამწუხაროდ, ქცეული არის პოლიტიკურ აქტივისტად. ბოლო ორი დღე ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაცია იყო გუშინ დასმული კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე, რომელშიც შიგნითვე იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც... ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით“. - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

ირაკლი კობახიძე წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ჟურნალისტებმა  ჰკითხეს დავით არახამიას განცხადებების იმ ნაწილზე, რომელიც "ოცნების" თავმჯდომარის მამის საქმიანობას უკავშირდებოდა. 

"სახე მოიწმინდე", "სამარცხვინო", "ქალი არ ხარ" "კაკებეშნიკი მამაშენია", - იმეორებდა წყობიდან გამოსული "ოცნების" თავმჯდომარე. 

კობახიძის შემდეგ სიძულვილის ენა და თავდასხმა მედიაზე მამუკა მდინარაძემ  გააგრძელა.


 

მსგავსი სიახლეები