"ღირსეული ადამიანი რომ დააფასო, ღირსეული უნდა იყო" - ხუნდაძე კობახიძეს ამართლებს
ბიძინა ივანიშვილის ტრიოს ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, ,,მთავარი არხის" ჟურნალისტზე ირაკლი კობახიძის თავდასხმას ამართლებს.
"ოცნებიდან" ფორმალურად წასული დეპუტატი წერს, რომ "ირაკლი კობახიძის მამა ღირსეული ადამიანია":
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ირაკლი კობახიძეს მარგინალური მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში!
მხარდაჭერას ვუცხადებ ოჯახს და მის ღირსეულ მამას, რომელიც საქართველოს ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა და ებრძოდა რუსეთის იმპერიას.
ღირსეული ადამიანი რომ დააფასო, თავად უნდა იყო ღირსეული. როდესაც არც პიროვნული და არც პროფესიული ღირსება გაქვს, კადრულობ იმას, რაც გუშინ მოვისმინეთ.
სამწუხაროა, რომ ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. დაბალი განათლება, არაპროფესიონალიზმი, უზნეობა და მოღალატეობრივი სულისკვეთება იქცა დღეს ზოგიერთი ქართული მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების კრედოდ.
არაუშავს, ამასაც გავუძლებთ და აუცილებლად გავიყვანთ საქართველოს გამარჯვების გზაზე! - წერს ხუნდაძე.