ამორალურობის, უკულტურობის, ჟურნალისტების მიმართ მძიმე დამოკიდებულების გამოვლინება - ოპოზიცია კობახიძის განცხადებაზე
კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ირაკლი კობახიძის მორიგ თავდასხმას ოპოზიციაში ეხმიანებიან. ,,ნაციონალური მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოროგი ,,გამოხტომა" იყო ძალადობის წახალისება.
მათი თქმით, უმრავლესობა ცდილობს, ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.
ეს იყო ამორალურობის, უკულტურობის, ჟურნალისტების მიმართ ძალიან მძიმე დამოკიდებულების გამოვლინება და ძალადობის წახალისება.
კობახიძისთვის მნიშვნელოვანია, ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს, მათ შორის, სამოქალაქო დაპირისდპირების ფასადაც. ეს გამოჩნდა დღეს მის განცხადებაში - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა დამენიას, კობახიძის განცხადებაზე მეტად უმრავლესობის იმ დეპუტატების ქმედება აკვირვებს, ვინც ,,ოცნების" თავმჯდომარის გამართლებას ცდილობდა.
კობახიძის უსაქციელობისა და უტიფრობის გარდა ყველაზე დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, თუ რა ხალხით მართავს ივანიშვილი ქვეყანას და ზოგადად რა სტანდარტებს გეგმავს, რომ ასეთი ქმედებების მერე მთეკლი გუნდი გამოდის და იცავს იმ ადამიანის გამონათქვამებს, ვერანაირ, ვერც ადამიანურ და ვერც პოლიტიკურ გამონათქვამებში ვერ ეტევა- ამბობს ლაშა დამენია.
"დაგმე ჟურნალისტები და ადიდე პარტიის ლიდერი" -ასეთია ,,ქართული ოცნების" წევრების სტრატეგია დილიდან. ირაკლი კობახიძის სიძულვილის ენა და თავდასხმა მედიაზე ,,ქართული ოცნების" წევრებისთვის მისაღებია.
,,ოცნების" ლიდერის იერიშს მედიაზე მხადამჭერი პოსტებით სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის დეპუტატები და მხადამჭერები ერთმანეთის მიყოლებით ეხმიანებიან.
კობახიძემ კი ბოდიშის ნაცვლად კიდევ ერთი პოსტი დილით გამოაქვყნა. პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ყველა, ვინც მის პოზიციას არ იზიარებს, პავლიკ მოროზოვად გამოცხადა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტიც.